2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი გზავნილი სწორედ რუსეთიდან გადმოირიცხა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231,438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 39,081 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 313,902 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წელის ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 231,438 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია – 35,571 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 27,655 მლნ აშშ დოლარი;
- საბერძნეთი – 18,820 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი – 17,264 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 16,941 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია – 13,954 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი – 8,443 მლნ აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი – 6,971 მლნ აშშ დოლარი;
- ბელარუსი – 5,302 მლნ აშშ დოლარი.