“ავარჯიშეთ საკუთარი ტვინი, აიძულეთ ხშირად იფიქროს პოზიტიურზე”

ადამიანის თავის ტვინს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. შესაძლებელია მისი ვარჯიში და სხვაგვარად ამუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას რეალობასა და წარმოსახვას შორის. ის ერთნაირად რეაგირებს ყველაფერზე, რაზეც ვფიქრობთ. ზუსტად აქედან გამომდინარეობს პლაცებო ეფექტი. შაქრის ნატეხმაც კი შეიძლება განკურნოს ადამიანი, თუკი ჩათვლის რომ წამალს იღებს. პლაცებოს საწინააღმდეგოდ მუშაობს ნოცებო. თუკი ჰიპოქონდრიკი ახალ ამბებში რაიმე დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას მოუსმენს, შესაძლოა ამ დაავადების სიმპტომებიც კი შეიგრძნოს ფიზიკურ დონეზე. როცა ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან უყურებს, სისხლში სეროტონინის დონე მატულობს და უფრო ხშირად გრძნობს თავს ბედნიერად. ნებისმიერმა კონსტრუქციულმა აზრმა ან ნათელ მომავალზე ფიქრმა შესაძლოა გააუმჯობესოს ფიზიკური მდგომარეობა.  ადამიანი ხედავს იმას, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობს. მაგალითად ახალ ავტომობილს თუ შეიძენთ, უფრო ხშირად შეამჩნევთ ამ მარკის მანქანას. საქმე იმაშია, რომ თქვენ იწყებთ უფრო მეტ ფიქრს ამ ავტომობილზე, ვიდრე მანამდე ფიქრობდით. რატომ არის საჭირო ამის ცოდნა? რადგანაც ადამიანს ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან შეუძლია გამოვიდეს საკუთარი აზროვნების შეცვლით. ნეგატიური ფიქრები ქმნიან სტრესს და დაძაბულობას, თუნდაც საამისო მიზეზი არ გვქონდეს. ავარჯიშეთ საკუთარი ტვინი. აიძულეთ ხშირად იფიქროს პოზიტიურზე. რაც მეტს ეცდებით, უფრო ადვილად გამოგივათ.  დროის უმეტეს ნაწილს თავის ტვინი ავტოპილოტზე მუშაობს. საშუალოდ დღის განმავლობაში ადამიანის ტვინი გენერირებს 60 000 აზრს. 40000-ზე მეტი ამათგან ის აზრებია, რომელიც წინა დღეს გვიტრიალებდა გონებაში. აი ამიტომაც უნდა შეიცვალოს პერიოდულად ჩვეული გარემო ახლით, რომ ,,გაიწმინდოს” ტვინი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პერიოდულად გამოეთიშოთ ყველაფერს, არაფერზე იფიქროთ. ეს საშუალებას მოგცემთ შეისვენოთ, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი იყოთ. ყველაზე მარტივი მეთოდი რამდენიმე წუთით გათიშოთ ტვინი, ეს არის მედიტაცია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია აქტიური დასვენება: სეირნობა ბუნებაში, ცურვა, დაივინგი, სრიალი, ლაშქრობა და ა.შ.  თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინი. როდესაც თქვენ კონცენტრირებული ხართ რაიმეზე, თქვენი ტვინი ამ დროს აქტიურად გენერირებს ახლა ნერვულ უჯრედებს. მაგალითად თუ თქვენ ფიქრობთ, რომ წონაში ვერ დაიკლებთ, დროთა განმავლობაში ეს აზრი ფესვს იდგამს. მაგრამ თუ თქვენ ამ მტკიცებულებას ჩაანაცვლებთ იმ აზრით, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხართ, თქვენი ტვინი ახალ ნეირონულ კავშირებს შექმნის ამ მიმართულებით. თქვენ უფრო ხშირად შეამჩნევთ შესაძლებლობებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ეს აზრი რეალობად აქვიოთ.  ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისიც ჯერა. რადგანაც ნებისმიერი ფიზიკური პროცესი პირველ რიგში აზრიდან იწყება, რომელიც ჩვენს გონებაში აღმოცენდება. წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია.

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share