დედალაქის მერია უკრაინელებს საცხოვრებლების გარეშე ტოვებს. 2 300 უკრაინელი აქამდე სხვადასხვა სასტუმროში იყო განთავსებული, მათ ხარჯებს კი თბილისის მერია ფარავდა, თუმცა ახლა ეს უფლებამოსილება ჯანდაცვის სამინისტრომ გადაიბარა. უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი აგვისტოდან მხოლოდ 300 ლარს მისცემენ ამ თანხით კი უკრაინელებმა საცხოვრებელი ფართის მოძიება უნდა შეძლონ, მათი კვებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო თვეში 45 ლარს გამოყოფს.
ლტოლვილები ამბობენ, რომ 300 ლარი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ირჩიონს და ისინი ამ მდგომარეობას მარტოები ვერ გაუმკლავდებიან.
“ეს თანხა არ გვეყოფა, არც კვებაში, არც ქირაში. როდესაც იგებენ, რომ უკრაინელებს გვინდა ბინის ქირაობა უარს გვეუბნებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ვერ გადავუხდით. ჩვენ რომ ვიცოდეთ როდის დამთავრდება ომი, იმ დანაზოგს რაც გაგვაჩნია, გადავანაწილებდით, მაგრამ არ ვიცით. საქართველოსი მადლობლები ვართ ასე რომ გვეხმარებიან, მაგრამ იქნებ გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა და დაგვეხმარონ საცხოვრებელი ფართებით”, – ამბობს ეკატერინე ტოკარევა.
მისი თქმით, საქართველოში ორ შვილთან და 60 წლის პენსიონერ მშობლებთან ერთადაა ჩამოსული.