იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი – საგანგებო მოქალაქეებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო  იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. უწება მოქალქეებს სთხოვს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

“მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს”, – წერს საგანგებო.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებმა შესაბამის სამსახურებს “112”-ის საშუალებით უნდა აცნობონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share