სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ,,ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი”-ს მხარდაჭერით, ოზურგეთში საქველმოქმედო – სამედიცინო აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ მიეღოთ პროფესიონალი კარდიოლოგების კონსულტაციები და ჩაეტარებინათ შემდეგი კვლევები:
• ელექტროკარდიოგრამა
• ექოკარდიოგრაფია
• ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზა, ქოლესტერინი)
,,მადლობას ვუხდი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს სამედიცინო აქციის მხარდაჭერისათვის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ მაღალი ხარისხის კარდიოლოგიური კვლევები, ასევე მიეღოთ პროფესიონალი ექიმების შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენი ხელისუფლებისათვის მოქალაქეებზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს” – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.