ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი პიარი რუსკა ხავთასი, ყოფილ ხელმძღვანელს, გია ანთაძეს უპირისპირდება და მას “სამარცხვინოს” უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება ხავთასმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა: “ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორმა გია ანთაძემ ( დეკემბრის თვეში დაინიშნა) მოსვლის პირველივე დღეს გამომიცხადა,რომ არ სარგებლობს სოციალური ქსელით და არც აინტერესებს! Პირველივე დღეს გამომიცხადა,რომ პიარი არ ჭირდება სამსახურსო, ხოდა ( ამბის მიმტანი ოხრად ხართ) გადაეცით გადახედოს სხვადასხვა ქალაქის, დასუფთავების სამსახურების ფბ.გვერდებს და ნახოს,რომ პიარი ჭირდებათ და ყავთ კიდეც!
პ.ს. ქვემოთ ფოტოები: ლანჩხუთის, ბათუმის,თბილისის,ზუგდიდის დასუფთავების სამსახურების ფბ გერდებიდან დავსქრინე, ამათ ჭირდებათ დ ოზურგეთს არა ხო?!!!! Სამარცხვინოდ იქცევი პატივცემულო!” – წერს რუსკა ხავთასი.