საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ზურაბიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „შემაშფოთებელი სცენების“ მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს.
„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.
გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.
საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, – წერს პრეზიდენტი.
მსგავსი სტატიები
- 94
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. "ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების…
- 93
- 93
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
- 93
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…