ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მოდი უფრო მარტივად ავხსნათ რას გვთხოვს ევროპა:
სამართლიანი სასამართლო გვინდა რომ გქონდეთ, რადგან ადამიანებს უსამართლობის განცდა არ გქონდეთო..
პატივი უნდა სცეთ ყველა რასის, სარწმუნოების და სქესის ადამიანებს, რადგან თავადაც გაქვს ეროვნება, სქესი, სარწმუნოება და კულტურაო…
პატივი უნდა სცეთ სიტყვის თავისუფლებასო…
ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებით მიაღწიოთ იმას, რისთვისაც დახარჯეთ საკუთარი დრო თქვენივე განვითარებისთვის და ნეპოტიზმის ხარჯზე კი არა, საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე აიწყოთ პირადი ცხოვრებაო…
ხალხი (ანუ თქვენ) უნდა იყოთ ხელისუფლების წყარო და არა ერთი ვიგინდარა ოლიგარქიო…
ევროპაში კი არ უნდა დარბოდეთ “უნებლიე შარდვის” სამკურნალოდ, თავად უნდა გქონდეთ გამართული ჯანდაცვა, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელიო..
თან გვპირდებიან: თქვენ თუ ამ ყველაფერს ისწავლით და შეასრულებთ ფულს კი არ გადაგახდევინებთ, იქით გადაგიხდითო..
ჰოდა გეკითხებით ქოცებო: მეტი რა ( “დ… ტ-ნა” უნდა დამეწერა, მაგრამ ევროპულად გეტყვით) C’est quoi ton putain de problème?!“ – წერს სულაშვილი.