“პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”
წერს გიორგი გახარია “ტვიტერზე” და პრემიერ ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის მიწერილ წერილს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი აკრიტიკებს ყველას, ვინც ივანიშვილს ოლიგარქად თვლის და იცავს მას.