ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში მცხოვრებ, 70 წლის რიმა შუბითიძეს შესაწირისა და ერთი ძროხის გამო სოციალური დახმარება მოუხსნეს, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
სოციალურად დაუცველი ქალი ამბობს, რომ როდესაც სოციალურმა სააგენტომ დახმარება შეუწყვიტა, მიზეზად ქმრის გასვენებაში აღებული შესაწირი და ძროხის ყოლა მოიმიზეზეს. მისივე თქმით, მან ძროხა მალევე გაყიდა, რადგან მისი მოვლა არ შეეძლო, მისი ერთადერთი შემოსავლი კი პენსიაა.
3 წლის წინ გარდამეცვალა მეუღლე, რის შემდეგაც სოციალურმა სააგენტომ დახმარება შემიწყვიტა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, შენ ქმრის გასვენებაში შესაწირი აიღე და ძროხაც გყავსო… მოვლის თავი არ მქონდა. ჩემი შემოსავალი მარტო პენსიაა. შვილები კი მყავს, მაგრამ ისინი სოფლიდან წასულები არიან, რუსთავში ცხოვრობენ ქირით, იმათაც ძალიან უჭირთ გვიყვება”, – ამბობს რიმა შუბითიძე.
ამ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში, მედიის წარმომდგენლებთან არ საუბრობენ და ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ პიროვნებას შეუძლია მოვიდეს ადგილზე და საკითხი ერთად განიხილონ.
მთავარი არხი