სოციალურად დაუცველები ვიყავით და ვამაყობ ამით, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ეს სტატუსი გქონდეს – გოგაშვილის ქალიშვილი

“სოციალურად დაუცველები ვიყავით და ვამაყობ ამით, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ეს სტატუსი გქონდეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ქალიშვილმა ნინო გოგაშვილმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

“სოციალურად დაუცველები ვიყავით და ვამაყობ ამით და გვაქვს ის ღირებულებები, რაც დღეს გაგვაჩნია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ეს სტატუსი გქონდეს ადამიანს შრომის შედეგად შეუძლია იყიდოს საკუთარი სახლი და მანქანა. ჩემი სახლის კრედიტი ახლა დავასრულეთ, 63 კვადრატი არ ნისნავს მილიონრობას, ჩემმა ოჯახმა კანონის დაცვით მოიპოვა, რაც გვაქვს, მილიონრები ნამდვილად არ ვართ” – განაცხადა ნინო გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ცნობილია, გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share