ჟურნალისტი ელისო კილაძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში აცხადებს, რომ გოგაშვილის დაკავებისას სახლიდან ამოიღეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების კრებული, რომელიც 28 საათს მოიცავს.
მისი თქმით, კადრები გადაღებულია წინა და მოქმედი ხელისუფლების დროს:
“როცა ჩემი შვილი დააკავეს ის ციხიდან წერილებს გზავნიდა. მან პირველი წერილი გაუგზავნა სოსო გოგაშვილს. ხარშილაძე გოგაშვილს წერდა, რომ რაც შენ გააკეთე, ყორღანაშვილობაა, მიზანს ვერ მიაღწიე, ელისო კილაძე ვერ გატეხეო.
სოსო გოგაშვილს ჟურნალისტებთან დალაგების 2 მეთოდი აქვს. ერთი ფირი და შანტაჟი და მეორე ფული. არც ერთი გამოუვიდა და არც მეორე. როდესაც სუს-ის არქივში ჩაიხედა და ნახა, რომ ჩემზე კომპრომატები არ იყო, ის წავიდა ციხეში, ვაჟა ლილუაშვილთან და მას სთხოვა, რომ მიეცა მისთვის კომპრომატი თუ მას რამე გადანახული ჰქონდა ჩემზე და ლილუაშვილის პასუხი იყო, რომ მე მან სისხლი გამიშრო და არანაირი კომპრომატი არ მაქვს ელისო კილაძეზეო.
მე არ მაქვს გაუთქმელობის ვალდებულება, ჟურნალისტი ვარ რა ინფორმაციაც მაქვს, შემიძლია ვთქვა, რა ამოიღეს იცით გოგაშვილის სახლიდან? პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების კრებული, რომელიც 28 საათს მოიცავს. თუ სადმე რამე ფირი არსებობს, წინა და ამ ხელისუფლების პირობებში გადაღებული. ეს არაა დანაშაული? და ნაკლები დანაშაულია ვიდრე ნებისმიერი რამ, მაგალითად ჩემი შვილისთვის ნარკოტიკის ჩადება?
ეს კადრები ახლა ამოიღეს, მას აქვს ასევე გადაღებული ყველა ჟურნალისტი, ვისაც ფულს უხდიდა” – აცხადებს ელისო კილაძე გადაცემაში “ჩაი მაკა რაზმაძესთან ერთად”.