“ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო”

„ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე გუშინ, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მინდოდა მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული და ნავთობის და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს ქვეყნის. იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დროს უგზავნის წერილს, აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო. პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი, მით უმეტეს გვერდზე ხდება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შენი ტერიტორიის გავლით გაორმაგდეს ბუნებრივი რესურსის მიწოდება, მაგრამ თუ ასე წაუყრუებ, შეიძლება აღარ გაიაროს იმ ნავთობმა და გაზმა საქართველოზე. მეტ-ნაკლებად ლაგდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი და შეიძლება აგვიაროს ამ ყველაფერმა, რადგან ამ დროს ჩვენი პრემიერ-მინისტრი დაკავებულია ერთი კაცის პირადი საბანკო ანგარიშების მოგვარებით. „ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც განვითარება სჭირდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share