ევროპის ცალკეულ რეგიონებში ექსტრემალურ სიცხეს ებრძვიან. ექსპერტები აცხადებენ, რომ დასავლეთ საფრანგეთში, შესაძლოა ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს. ძლიერი სიცხის გამო, ტყეებში ხანძრები გაჩნდა. სტიქიის გამო, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ევაკუირებულებისთვის სპეციალური თავშესაფრები მოაწყვეს.
ჟირონდაში, რომელიც პოპულარული ტურისტული რეგიონია სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ხანძარმა 14 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გაანადგურა.
ანალოგიური ვითარებაა შექმნილი ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთშიც. პორტუგალიაში ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია, რაც ივლისის თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია. რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან დიდი ბრიტანეთის ნაწილშიც.