2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი) – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ პროდუქციის ჩამონათვალს რაც მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთში ვიყიდეთ და გავყიდეთ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 21 497 ტონა (57 873 მლნ აშშ დოლარი)
მინერალური და მტკნარი წყლები – 1 254 ტონა ( მლნ აშშ დოლარი)
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – 1 254 ერთეული (13 962 მლნ აშშ დოლარი.
სპირტიანი სასმელები – 3 421 ტონა (13 632 მლნ აშშ დოლარი)
იანვარ-ივნსში რუსეთთან ექსპორტი -2.8%-ით შემცირდა და 256 482 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც 14-დან 10%-ამდე/
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 198 242 ტონა (184 130 მლნ აშშ დოლარის)
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 156 168 ტონა ( 40 229 მლნ აშშ დოლარი)
კოქსი და ნახევარკოქსი – 53 697 ტონა ( 29 895 მლნ აშშ დოლარი)
ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი – 77 195 ტონა ( 28 838 მლნ აშშ დოლარი)
მარგარინი – 14 884 ტონა (25 702 მლნ აშშ დოლარი)
იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51.4%ით გაიზარდა და 705 732 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაზრდილია მთლიანი იმპორტში რუსეთის წილიც, თუ გასულ წელის პირველ 6 თვეში 10.7% იყო, მიმდინარე წელს, 11.9%-ია.