რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს და მშვიდობის შეთანხმებას საკუთარი პირობებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ მედვედევი საკუთარ Telegram-ზე წერს.
“რუსეთი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს. მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით და ნამდვილად არა იმით, რაზეც დაბნეული ევროპელი და ოკეანის იქით მიღმა მყოფი პოლიტიკური უმწეოები კივიან”. – თქვა მედვედევმა.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.