პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში” ფარგლებში გამოფენა მოეწყო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნოს GURIAN-ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.

გამოფენა პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“ ფარგლებში მოეწყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share