საქართველო რუსულ ეკონომიკაზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ოკუპანტი ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტი 705 მილიონ დოლარამდე გაზრდილი.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ახლოს ვიყოთ რუსეთთან, მათ შორის ეკონომიკურადაც. 10 წლიანი მმართველობის პირობებში ,,ქართულ ოცნებას” არც კი უცდია მოლაპარაკებები დაეწყო ალტერნატიულ ქვეყნებთან. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად ქართული ბაზრიდან თითქმის სრულად გაქრა სხვა მომწოდებლები და რუსეთი საქართველოში მონოპოლისტად იქცა.
საქართველოში ხორბლის ფქვილის ერთადერთი მომწოდებელი ახლა რუსეთია, ერთ დღეს რომ პოლიტიკური ზეწოლის მოტივით მოსკოვმა ექსორტი შეწყვიტოს, ქვეყანაში შიმშილი დადგება. უკრინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსეთიდან ფქვილის შესყიდვა 1 300 პროცენტით გაზარდა, მარგარინის – 756%. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია საქონლის, რომელსაც საქართველო რუსეთიდან ყიდულობს.
უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენი ქვეყნის სავაჭრო კავშირები რუსეთთან დღითიდღე იზრდება და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახლა, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი ნავთობმომწოდებელიც გახდა.
თუ აქამდე რუსული საწვავი ხუთეულში ბოლო ადგილს იკავებდა, ახლა პირველზე გადმოინაცვლა და ბაზრის თითქმის 40% დაიკავა. ქვანახშირის კოქსის იმპორტი კი 200%- ით გაიზარდა.
ტვ პირველი