“ჩრდილოვანი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ ვაჭრობს ნიკას თავისუფლებით” – გიორგი რურუა

“ჩრდილოვანი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ ვაჭრობს ნიკას თავისუფლებით” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას ეხმაურება.

პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას სარჩელი სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ ვადაში განვიხილეო.

ენაზე მედგა და აღარ ვუთხარი მოსამამართლეს, რომ ჩემი სარჩელი, ყველა ვადის დარღვევით კიდევ არ განუხილავთ მესამე წელია.

ვისაც გონია რომ ევროპის გზაზე ვდგავართ, კარგად დააკვირდით ხელისუფლების ქმედებას და არ დაუჯეროთ მათ სიტყვებს, რომლებსაც საპირისპირო ქმედებითაა დაკავებული.

ჩრდილოვანი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ ვაჭრობს ნიკას თავისუფლებით !

თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.

დიდება საქართველოს

დიდება თავისუფლებას, – წერს გიორგი რურუა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share