ქეთი დოლიძე ნინო ანანიაშვილზე – ეტყობა, აქ ამოწურა თავისი შესაძლებლობა – არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა

აქ ეტყობა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და წავიდა იქ, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, ნინო ანანიაშვილი საქმეს გააგრძელებს იქ, სადაც სწორად მიიჩნევს და არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა.

„იყოს მერე რა, ძალიან კარგი. აქ ეტყობა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და წავიდა იქ. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში და ღმერთმა კარგად ამყოფოს. თითქოს მეტი საქმე არ გვაქვს, რომ ანანიაშვილს გადავუაროთ და გადმოვუაროთ – ეს არ მიმაჩნია სწორად. არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა. ის გააგრძელებს საქმეს იქ, სადაც სწორად მიაჩნია“, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share