პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება – ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი.
დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი ღირს.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.
[bm.ge]