“შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო” | სამხარაძე ჰარცელზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

“მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”, – თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აშშ-ს ელჩის შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა თავდასხმა ევროკავშირის ელჩზე დაიწყეს. კარლ ჰარცელმა
საქართველოში მუშაობა დაასრულა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი დიპლომატის მუშაობის შეფასებისას თქვა, რომ “კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share