აშშ უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემს – ოსტინი

აშშ უკრაინას HIMARS-ის კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას გადასცემს. განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის ყოველთვიური შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.

ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული Himars-ების  წყალობით, უკრაინაში მტრის არმიის 30-ზე მეტი ლოჯისტიკური ობიექტი განადგურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share