მასობრივი კომუნიკაცების სფეროში რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა, Roskomnadzor-მა რუსულ საძიებო სისტემებს უბრძანა, რომ Wikipedia-ს კანონის დამრღვევი ეწოდოს იმის გამო, რომ თითქოს “სიცრუეს” აქვეყნებს უკრინაში ომზე.
რუსულმა საძიებო სისტემებმა ძიების შედეგებში უნდა მიუთითონ, რომ ონლაინ ენციკლოპედია
“ვიკიპედია” არღვევს რუსეთის კანონმდებლობას, რადგან უარს ამბობს “უკრაინაში სპეცოპერაციის შესახებ ყალბი ინფორმაციის” ამოღებაზე.
“უკანონო ინფორმაციის ამოღების ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, როსკომნადზორმა გადაწყვიტა გამოიყენოს იძულებითი ღონისძიება საძიებო სისტემების მიერ ინტერნეტ მომხმარებლების ინფორმირების სახით უცხო პირის მიერ რუსული კანონის დარღვევის შესახებ”, – წერია განცხადებაში.
უწყებას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელია ეს “ყალბი” სტატიები.