“პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად” – მეგი გოგიტიძის კომენტარი მოსკოვში კონცერტის გამართვაზე

“გამოიკვლიეთ რას ვმღერი, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად” – ამის შესახებ მომღერალი მეგი გოგიტიძე “მთავარ არხთან” ამბობს და ეხმაურება კონცერტებს, რომლებსაც ის სოჭსა და მოსკოვში უახლოეს დღეებში გამართავს.

“პირველი კონცერტი არ არის. მეორე კონცერტია 2022 წელს. არ მექმნება [უხერხულობა] იმიტომ რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე უხერხულობას შემიქმნის. მე თუ იქ ჩავდივარ, პირადად ჩემ თავს ვაყენებ რისკის ქვეშ. იმიტომ რომ, იქ მე რასაც ვმღერი სცენაზე, ეს არის დიდი რისკი ამ წუთას იქ. შევწყვიტოთ ესე საუბარი… ხოდა მაგ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად. ხოდა გამოიკვლიეთ რას ვმღერი, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი” – ამბობს მეგი გოგიტიძე.

ცნობისთვის, მეგი გოგიტიძე 29 ივლისს სოჭში, 6 აგვისტოს კი მოსკოვში კონცერტებს გამართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share