ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ქმედებები „პატარა ლეკვების ცარიელ ყეფვას“ შეადარა. მისი თქმით, ამ ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესებით, ვერაფერს მიაღწიეს.
„მოქმედებამდე ფიქრი არის ფუფუნება, რომელსაც ზოგიერთი დასავლელი ლიდერი ვერ ახერხებს. ვინ იფიქრებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები აბსოლუტურად ვერაფერს მოიტანდა. ხალხი არ აჯანყდა, გაზის ფასი არ გაიზარდა და მაღაზიების თაროები სავსეა სხვადასხვა პროდუქტებით. „პატარა ლეკვების ცარიელი ყეფა უფრო მიზანშეწონილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმსახურებენ ასეთ შედარებას“, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.