„დასუსტებული ივანიშვილიც კი სხვებთან შედარებით დღეს ყველაზე ძლიერია“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს საჯარო სივრცეში გამოჩენა და საუბარი მოუწევს.

„მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს თან ძალიან უნდა საჯარო სივრცეში დაბრუნება და პირდაპირ საუბარი, თან არ უნდა გაცვდეს მისი დაბრუნება-წასვლის ეფექტი და ეძებს პირობას, როგორ გამოჩნდეს მედიით.

ალბათ მაინც გარდაუვალი იქნება ბიძინას მედიით გამოჩენა, მაინც მოუწევს, რადგან მმართველი პარტიის პროპაგანდის კმაყოფილი არ იქნება შედეგების გამო.

კი „თავს იკლავენ“ მმართველი პარტიის მესვეურები ივანიშვილისათვის „სასარგებლო“ ტექსტების ტრიალით, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი ზიანდება ყველა მიმართულებით, როგორც ფინანსურად, ასევე, რეპუტაციით.

„ქართული ოცნების“ პირფერული ტექსტები კია დეკლარირებული პოზიციები, მაგრამ სხვა მოძრაობების შედეგები აჩვენებს, რომ რეალური შედეგები ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ლაგდება.

ცოტა ხანში ივანიშვილი შესაძლოა იძულებული გახდეს საჯარო სივრცეს დაუბრუნდეს მინიმუმ მედია აქტივობის ფორმით, თუმცა, ამასაც რა ეფექტი ექნება, მარტივი გასაანგარიშებელი არც ეს არის.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დასუსტებული ივანიშვილიც კი სხვებთან შედარებით დღეს ყველაზე ძლიერია“, – წერს არჩილ გამზარდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share