ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მერიის მიერ გადაჭრილმა ჭადრის ხეებმა, ქუთაისელები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ქალაქის მერიამ ასწლოვანი ხეები პალმებად გადააკეთა.
“ქუთაისის მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა” – წერს სოც. ქსელის მომხმარებელი ვატო ნებიერიძე.
“როცა ბათუმში გინდა, მაგრამ ძვირი გიჯდება” – წერს სოც.ქსელის მომხმარებელი გიორგი შამუგია.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ჭადრების გადაბელვის გამო, ორი დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო.