მეუფე ნიკოლოზის ხუმრობა მედიასთან

ნოემ რომ კიდობანი ააშენა, ხმა გაავრცელეს, კიდობანში პანდემიაა, არ შეხვიდეთო  – მეუფე ნიკოლოზმა იხუმრა მედიასთან

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან არასდროს მოხდება. მიტროპოლიტმა ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა მიდგომისადმი, რომ საეკლესიო შეხვედრები, წირვაზე სიარული, შესაძლოა, ვირუსის გადადების მიზეზი გახდეს.

“რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ ვიხუმრო, ოღონდ მართალ ამბავს გეუბნებით. თურმე – გაირკვა ახალი ამბავი, რომ ნოეს დროს, როდესაც ნოემ კიდობანი ააშენა გავრცელებულა ხმა, რომ არ შეხვიდეთ კიდობანში, პანდემია გადაგედებათო და არ შევიდა ხალხი, ხომ იცით 8 ადამიანი შევიდა მარტო და რაც მოხდა მერე ყველამ იცით. ასე რომ მობრძანდით ეკლესიაში, ეს არის ნოეს კიდობანი. საერთოდ მართლაც ასეა, რომ ტაძარი სიმბოლურად აღნიშნავს ნოეს კიდობანს და ვინც ტაძარში შევა, იმიტომ შედის, რომ გადარჩეს ადამიანი და იმიტომ არ შედის, რომ დაიღუპოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ახალქალაქში მისი ეპარქიის მრევლსა და სასულიერო პირებს კორონავირუსი გადატანილი აქვთ.

“მე შემიძლიათ ზუსტად გითხრათ ჩემი ეპარქიის ამბები და მინდა გითხრათ, რომ საოცარი რაღაც მოხდა, ოღონდ ნამდვილი ამბავია. ჩვენ გადავიტანეთ ეს ვირუსი, ყველამ თითქმის ჩემს ეპარქიაში პრაქტიკულად სასულიერო პირებმა მრევლმა, ყველამ გადავიტანეთ და ამის წინ მისული ვიყავი PCR ტესტის ასაღებად და არ აიღეს. ვთხოვე, რომ მჭირდება. არაო, არ აგიღებთო, რატომ-მეთქი და გადატანილი გაქვს 3 თვე ნამდვილად არ გჭირდება ეს ტესტიო, ასე მითხრეს და ასე, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ძირითადად გადატანილი გვაქვს , ყველას. აქ ვერ გეტყვით, თბილისში. მაგრამ იქ ახალქალაქში ნამდვილად. მიუხედავად ამისა მე საზოგადოებაში მაინც მიკეთია ნიღაბი. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მჭირდება. იმიტომ, რომ ადამიანებს ანგარიში გავუწიო და არ ვანერვიულო”, – თქვა მიტროპოლიტმა

მეუფე ნიკოლოზის თქმით COVID-19-მა “რაღაც განიცადა” და ახლა უფრო საშიში ვირუსია.

“საშიშროება არის ძალინ დიდი იმიტომ, რომ თურმე, ახალი მუტანტი, თუ რავიცი როგორ ჰქვია. რაღაცა განუცდია ამ ვირუსს და 7-ჯერ თუ 70-ჯერ უფრო სწრაფად გადადის და საოცარი თვისება აღმოჩნდა, რომ ესე იგი ნებისმიერ შეკრებაზე არ  გადადის, მარტო როცა ლოცულობს ადამიანი მაშინ გადადის თურმე”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share