”ჯიგრებო, იქნებ ამიხსნათ, რისთვის მიღებენ ტელეფონით თქვენი პატრულის ოფიცრები, ცოლ-შვილით რომ მხედავენ ონსა და საჩხერეში?”

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში პოსტს აქვეყნებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ჯიგრებო, იქნებ ამიხსნათ, რისთვის მიღებენ ტელეფონით თქვენი პატრულის ოფიცრები, ცოლ-შვილით რომ მხედავენ ონსა და საჩხერეში? კაი, საჩხერეს კიდევ გავიგებ (ჭირი იმ კაცს:), მაგრამ ონში რას ელოდებით ჩემგან, ორ ბავშვთან ერთად ხელჩაკიდებული რომ დავდივარ ქუჩაში?

და, თუ აქვთ დავალება, აუცილებლად გადამიღონ, ის მაინც უთხარით, რომ უკანა სავარძელზე მჯდომმა გადამიღოს, ვინც ნაკლებად ჩანს. თორემ მძღოლს რომ ტელეფონი უჭირავს ხელში და საქარე მინაზე აქვს მიდებული, ძალიან აშკარაა.

ბოლოს და ბოლოს, პოლიციის მარკირებული მანქანით მაინც ნუ დამდევთ – ოპერატიული მანქანებიც ხომ გყავთ, “პოლიცია” რომ არ აწერია?

რა ვიცი, როგორც მოქალაქეს ასეთი რეგრესი მწყინს – ასეთი არაპროფესიონალი ღლეები არ გყავდათ ადრე.” – წერს გოგოტიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share