ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის €500 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Twitter-ზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად”. – წერს ბორელი.