ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება სოფელ ფერსაში 63 წლის კაცს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ყირიმ–კონგო, სოფელ ფერსაში 1959 წელს დაბადებულ კაცს გამოუვლინდა.” – წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, რეგიონში ყირიმ–კონგოს 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება
- ახალციხის მუნიციპალიტეტი – 16 შემთხვევა;
- ადიგენის მუნიციპალიტეტი – 10 შემთხვევა;
- ასპინძის მუნიციპალიტეტი – 6 შემთხვევა.