ბათუმში 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთა დატბორილია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაზიანდა წყლის მილი, რამაც ავარიული სიტუაცია შექმნა. წყლის წნევამ დააზიანა ქვაფენილიც. ტერიტორიიდან ავტომობილები გაიყვანეს.
ამ წუთებში “ბათუმის წყლის” თანამშრომლები დაზიანების აღმოფხვრას ცდილობენ. ადგილზე მიყვანილია ტექნიკა.