ვფიქრობ, ომში უმაღლესი მთავარსარდლის საკადრო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება უკრაინის დემოკრატიის პირობებშიც კი, არასწორი და ამორალურია. მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორია. უკრაინის უშიშროების სამსახური სავსეა რუსი აგენტებით. ამის შესახებ არაერთხელ გამიფრთხილებია ბაკანოვი. ის ტოვებდა ძალიან წესიერი, მაგრამ ამავე დროს უაღრესად გულუბრყვილო პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქვეშევრდომების „პროფესიონალიზმით“.
წერს ფეისბუქგვერდზე მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი