რუსეთის პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმელის, “ივან ჩაის” წარმოების განვითარებას ავალებს. პუტინი ამტკიცებს, რომ მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც მისივე აზრით, “მხოლოდ ქიმიაა”.
იდეა კი პუტინს თავად “ივან ჩაის” მწარმოებელმა შესთავაზა ფორუმზე სახელწოდებით, “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის”.
შეგახსენებთ, კოკა-კოლამ რუსული ბაზარი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დატოვა.