“ხელისუფლების” მძიმე ხუთშაბათი – „ქართული ოცნება“ დღეს ევროპელ ლიდერებს ხვდება.
ირაკლი კობახიძეს იმ ევროდეპუტატების წინაშე მოუწევს პირისპირ ჯდომა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ლანძღავს, მათ შორის იქნება ლამის ქვეყნის მტრად გამოცხადებული ვიოლა ფონ კრამონი.
ოპოზიციის თქმით, კობახიძე და ღარიბაშვილი დღეს ოლიგარქის დაცვას და იმის თქმას შეეცდება, რომ დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილს არ შეეეხება.
ანა ბუჩუკური ამბობს, რომ „ოცნებას“ დავალების მიხედვით შეუძლია რიტორიკა დღის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალოს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვაა.
„დღეს ქართული“ ოცნების წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სხვისი დავალებით, დილით გამოვიდნენ და თქვან ერთი, 2 საათში მიიღონ რადიკალურად განსხვავებული დავალება და საკუთარი ნათქვამი შეცვალონ 180 გრადუსით. მერე კდიევ 2 საათში განსხვავებული დავალება მიიღონ და კიდევ დაუბრუნდნენ პირველ ნათქვამს.
„ქართული ოცნების“ ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, ერთადერთი მოტივი არის დაიცვას ბიძინა ივანიშვილის ფული“. – ამბობს ანა ბუჩუკური
დღეს ევროპარლამენტის დელეგაციას ელოდებიან ოძისში, მათ უნდა მოინახულონ საოკუპაციო ხაზი. შემდეგ ისინი დაბრუნებია თბილისში და გაიმართება შეხვედრა პრემიერმინისტრთან და საღამოს უკვე „ქართული ოცნების“ ლიდერებთან.