საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენები 19 ნოემბერს უელსს ესტუმრებოდნენ. ახლა გაირკვა, ისიც, რომ 5 ნოემბერს შინ ურუგვაის დაუხვდებიან.
მესამე მატჩი, სავრაუდოდ, 12 ან 13 ნოემბერს გაიმართება, მაგრამ ვინ იქნება მეტოქე, ჯერ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და C ჯგუფში უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და ფინალური კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდებიან.
cnews.ge