დაგვიანებული ეპისტოლე – ვერსიები და მიზეზები

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი ადამიანები პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ელოდნენ, თუმცა წელს პირველად ქართული ეკლესიის ისტორიაში საპატრიარქომ საშობაო ეპისტოლე არ წაიკითხეს.

მთავარის ინფორმაციით, ეპისტოლეს შინაარსის ერთი ნაწილი ილია მეორემ დაიწუნა და საშობაო გზავნილზე მომუშავე ჯგუფს დაავალა რომ ჩაესწორებინათ, თუმცა პატრიარქის სურვილის გაცხადებას არჩიეს, რომ ეპისტოლე მაღალი ამბიონიდან საერთოდ არ წაკითხულიყო.

მღვდელმთავრებმა შობამდე რამდენიმე საათით ადრე, ეპისტოლეზე მომხდარი გაურკვევლობის შესახებ იციან ყველაფერი, თუმცა ამბობენ რომ პატრიარქის გზავნილი მრევლისთვის აუცილებლად გამოქვეყნდება.

რეალურად კი შობის სადღესასწაულო მსახურებამდე 4 საათით ადრე მოითხოვა პატრიარქმა ცვლილების შეტანა ეპისტოლეში.

ვისთვის აღმოჩნდა მიუღებელი ილია მეორეს მოთხოვნა მხოლოდ მისის გარემოცვის უახლოესმა წევრებმა იციან.

პატრიარქის სახელით ბოლო რამდენიმე წელია ე.წ. კოლექტიური ეპისტოლე იკითხება, ილია მეორეს ნაცვლად საშობაო და სააღდგომო მიმართვას სპეციალური ჯგუფი ამზადებს.

ხუთკაციან შემადგენლობაში გადამწყვეტი როლი პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს აქვს.

საპატრიარქოს კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია რომ წლევანდელი საშობაო ეპისტოლე სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოქვეყნდა საშობაო წირვის დროს. შორენა თეთრუაშვილს გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19 დაუდასტურდა.

საფრთხე ახლა პატრიარქს ემუქრება. ილია მეორეს მდივან-რეფერანტი პატრიარქის დაბადების დღეზე იმ წვეულებას ხელმძღვანელობდა, რომელიც 4 იანვარს გაიმართა. ვიდეო ამ ფაქტის დასადასტურებლად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პატრიარქის ეპისტოლეს დაგვიანების მიზეზი გახდა თუ არა შორენა თეთრუაშვილი ოფიციალურად არავინ საუბრობს.

თეოლოგები კი ამბობენ რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მრევლს შობის დღესასწაულზე პატრიარქი არ მიმართავს. სპეციალისტები ამბობენ რომ ტექნიკური ხარვეზი არარეალური მიზეზია, ეჭვობენ რომ რეალურად ეპისტოლეს შინაარსი გახდა მის გამოქვეყნებაზე უარის თქმის მიზეზი.

მრევლი როდესაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ელოდებოდა პარალელურად თეოლოგთა სადღესასწაულო მიმართვა გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა რამდენიმეგვერდიან გზავნილში ყველა ის პრობლემური საკითხი მიმოიხილეს რომელმაც გასულ წელს ქვეყნის პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების თემაზე ქართველმა თეოლოგებმა საპატრიარქო არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ამხილეს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სოციალური ქსელით დღის ბოლოს გასაჯაროვდა. 3 გვერდიანი გზავნილი, მხოლოდ მაცხოვრის შობის ისტორიას და ბიბლიურ ეპიზოდებს მოიცავს.

მსოფლიო მოვლენა პანდემია კი სამი სტრიქონით არის მიმოხილული, სავარაუდოა რომ საშობაო გზავნილზე სპეციალურმა ჯგუფმა იჩქარა რომ დაგვიანებით მაინც გამოქვეყნებულიყო, თან ისე, რომ მისი შინაარსი არ ყოფილიყო ბრაზის საფუძველი არც საერო და არც სასულიერო ხელისუფლებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    რა განსხვავებაა ქართველებსა და გერმანელებს შორის – დეკანოზი თამაზ ლომიძედეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველებსა და გერმანელებს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი განმასხვავებელი ისა, რომ გერმანელებს განვითარებული აქვთ დაკვირვების, ლოგიკური დასკვნისა და სწრაფი ცვლილებების უნარი. „გერმანიაში ხდება მუდმივი განვითარება: 1) დაკვირვების,2) ლოგიკური დასკვნის და 3) სწრაფი ცვლილების მეშვეობით. ესაა მათი ცხოვრების წესი. სულ ელემენტარულშიც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    რა წერია წერილში, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მისწერასაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეუსის მიერ ილია მეორისადმი გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. „მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის ბართლომეოსის წერილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს:   უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და…
    Tags: და, ილია, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    6 რამ, რისი აღიარებაც რცხვენიათ მამაკაცებსნუთუ შესაძლებელია მამაკაცის შიშისა და ეჭვების, მათი მკაცრი მზერისა და კუნთიანი სხეულის მიღმა დამალვა? რა სისულელეა?! იტყვის ქალბატონების უმეტესობა, თუმცა, სწორედ ძლიერი სქესი და მათი მკაცრი გამოხედვაა ჩიხში რომ შეყავს ქალი. გარდა ამისა, მათაც აქვთ კომპლექსები, რისი ხმამაღლა აღიარებაც ძალიან რცხვენიათ და დღევანდელ სტატიაში, სწორედ 6 მათგანზე ვისაუბრებთ. 1. სიყვარული…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    "ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას".."ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი