ლანჩხუთში სახალხო ანსამბლი “მხედრები” გააუქმეს.
უცვლელად გთავაზობთ პოსტს, რომელიც ფეისბუქ ჯგუფ #This_is_ლანჩხუთში #ნატალი_ტაკიძემ გამოაქვეყნა.
“მოგესალმებით .
პირველ რიგში გთხოვთ კარგად დააკვირდეთ ფოტოს , ეს ანსამბლი მხედრებია , რომელსაც სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს არმოგესმათ ლანჩხუთში სახალხო ანსამბლი *გვყავდა* .
ანსამბლი რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობდა 2022 წლამდე სამწუხაროდ , ჩვენი ერთადერთი ანსამბლი, რომელიც ბევრ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას .სადაც კი ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ იქ მივდიოდით და ლანჩხუთს გვერდით ვედექით .
ხალხნო კარგად წაიკითხეთ ეს ანსამბლი გაქვიუქმეს, გაგვაუქმეს ყველა თანამშრომელი გარდა მასწავლებლისა ანუ რაგამოდის მასწავლებელმა დარბაზში მარტო უნდა იცეკვოს უკაცრავად და როგორი განათლებულები და განვითარებულები ბრძანდებით ჩვენო დამანგრეველო ?
იცით რა არის სირცხვილი? აი ეს რაც ჩვენთან ხდება თეატრი კულტურის სახლი სად არის ? რა არის ? ამიხსენით მხოლოდ შენობა და უბრალოდ შენობაში მოქმედი თანამშრომლები ? სად არის ანსამბლი სად არის ბენდი მიპასუხეთ .
ჩვენი ანსამბლი გააუქმეს უეცრად აი უპასუხოდ პასუხს არავინ გვცემს მაგრამ გაგონილი მაქვს ბიუჯეტი არ გვაქვსო. ბოდიში და რომელ ბიუჯეტზე ლაპარაკობთ როდესაც 10 , 15 წლის მოცეკვავეებს 60 ლარი რომ გვქონდა ხელფასი და ჯამში 2000 ლარიც რომ არ გამოდის გრცხვენოდეთ. აი იცით როგორი მომენტი მაქვს? რომ არვიცი რა ვაკადრო და რა ვუწოდო ამ საქციელს.
აქ ძალიან ბევრნი ხართ და ვფიქრობ ყველანი უნდა ფიქრობდეთ ჩვენს ახალგაზრდების განვითარებაზე და წინსვლაზე ლანჩხუთს ისევ სჭირდება ანსამბლი მხედრები . როცა მათ აწყობდათ მაშინ გვიშვებდნენ ჩიბათის ვითომდა თეატრში კონცერტის გასაკეთებლად აი ამაზე მეტი სამარცხვინო რაუნდა იყოს ? დაფინანსება როცა ვითხოვეთ , რომ გასტროლს გავაკეთებთო ისევ ბიუჯეტზე დაიწყეს ლაპარაკი ((( კედელს ცერცვი შეაყარეო ეგრე გვჭირს ჩვენ მათთან, მაგრამ ვიმედოვნებ ბევრნი ვიქნებით და ისევ აღვადგენთ წლების წინ დაარსებულ ანსამბლს და არმივცემთ ამის უფლებას.
ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია… აი მანდ სკამებზე რომ სხედხართ და ბრძანებებს იძლევით რომ ჩვენ 60 ლარზე უნდა ვიცეკვოთ დაგველოდეთ 60 ლარი სანატრელი გახდება. ანსამბლი მხედრები არ აპირებს დანებებას არ აპირებს გაანადგურებინონ ის რაც დიდი შრომით შეიქმნა .ჩვენ ისევ დავბრუნდებით. თქვენი იმედიც მაქვს ჩემო მეგობრებო .
და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქორეოგრაფ ბატონ Melis Nadiridze რომ 300 ლარად ოზურგეთიდან თავისივე ტრანსპორთით ჩამოდის და ჩვენზე, ჩვენს განვითარებაზე ზრუნავს .
სულ ცოტაცცც…” – წერს ტაკიძე.