არჩევნების ტოტალურად გაყალბების სქემა – გაშიფრულია “ქართული ოცნების” საიდუმლო ელექტრონული ფოსტის ათასობით ფაილი, რომელიც ათასობით ადამიანის პერსონალური მონაცემებს შეიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს დაადასტურეს, რომ ფაილები მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით თვით სუს-ისა და “ქართული ოცნების” ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა გადასცა.
ირკვევა, რომ არჩევნების წინ, პარტიის კოორდინატორები, ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიდნენ იმ პატიმრების ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას, ვინც მზად იყო “ოცნების” სასარგებლოდ უბანში ხმები მოეგროვებინა თუ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ ან ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.
თხოვნები “ოცნების” ელექტრონული ფოსტიდან, იუსტიციის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივ მეილზე და შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან იზავნებოდა. ირკვევა, რომ 2018 წლის არჩევნების წინ 50-ჯერ გაიზარდა ციხიდან ვადაზე ადრე გათავსუფლებულთა რიცხვი.
ამომრჩეველთა მოსყიდვა მართვის მოწმობებითაც ხდებოდა. მიყურადებისა და ტერორის მსხვერპლნი იყვნენ სკოლის დირექტორებიც. დოკუმენტში წერია, რომ “ქართლმა ოცნებამ” 2020 წლის არჩევნებისას მინიმუმ 102 სკოლის დირექტორი შეცვალა და მათ ნაცვლად პარტიის მხარდამჭერები დანიშნა.
არჩევნების წინ “ქართული ოცნება” რეგიონებში ძალოვანს აგზავნიდა და მათ ქართული ოცნების ხმების მოგროვებას აიძულებდნენ.