2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიჭვინთა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ხდება.
საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ბიჭვინთის ანექსიაზე განცხადება არ გაუვრცელებია. არაფერი უთქვამთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სუს-ს და პრემიერმინისტრს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა და წერს:
”არცერთი სიტყვა,არცერთი განცხადება,სრული დუმილი და მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა რას დაგამსგავსათ რუსმა ოლიგარქმა,რას გავხართ? მოვალეობის მოხდის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia მაინც გამოხმაურებოთ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის “სამოთხე დედამიწაზე”წოდებულად ბიჭვინთის ნაწილის ოფიციალურ ანექსიას!თუ ვაღიარეთ უკვე აფხაზეთი ცალკე რესპუბლიკად და გკიდიათ იქ რა მოხდება?! სამარცხვინო მოღალატეები ხართ!!!” – წერს ასკურავა.