ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. სოფელ ხიდისთავის საფეხბურთო სტადიონზე ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.

I ადგილის მფლობელი გახდა სოფელ ხიდისთავის საფეხბურთო გუნდი, რომელსაც გადაეცა ნოდარ დუმბაძის სახელობის თასი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი.
II ადგილი სოფელ ქვენობნის გუნდმა დაიკავა. გადაეცა სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი.
III ადგილი კი – დაბის გუნდმა. გადაეცა სიგელი და ფულადი ჯილდო 300 ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share