შემოქმედის გულანი – წმინდა გიორგი

დიმიტრი ბაქრაძის მიერ აღწერილი იქნა გურიის ეკლესიებში დაცული ნივთები, მისი გადმოცემით შემოქმედის ეკელსიაში ინახებოდა – შემოქმედის გულანი, რომელიც 1004 ძალზედ სქელ ფურცელს შეიცავდა, წიგნი იწონიდა ზუსტად ორ ფუთს. გულანი მოიცავს ფერადი საღებავებით შესრულებულ წმინდანთა ხატებს. გულანში არსებული მინაწერები მოიცავს მე-16 მე-18 საუკუნის ამბებს.
“ამ ეკლესიაში ინახება შემოქმედელი ბერების ძალიან ხანგრძლივი შრომის შედეგი – გურიის ჟამთააღწერა, დაახლოებით ისეთივე როგორიცაა კიევ-პეჩორისკის პატერიკი.” ნიკოლოზ დუნკელ ველინგი 1853 წელი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share