სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ.
„შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ.
რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, მას ჯერჯერობით covid-19 არ დადასტურებია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც რაიმე სიმპტომი აღენიშნება. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, კორონავირუსი დაახლოებით, 20-მდე სასულიერო პირს აქვს“.– განაცხადა შარტავამ.