გაუგებარი ფურცლების ფრიალი – ასე შეაფასა “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, დღეს გასაჯაროებული დოკუმენტაცია არჩევნების გაყალბებების მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
ინფორმაცია მესამე სექტორს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა მიაწოდა:
“ზუსტად იგივე მასალები ნაცმოძრაობის კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდები 2 წლის წინ, ან შარშან ან შარშანწინ. ანუ, ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისი მხრიდან, რაც იყო წარმოდგენილი შარშან თუ შარშანწინ ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ამიტომ ვერ დებს ვერავინ ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება ნაცმოძრაობის ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით. ეს არის და ეს…
ასეთ დოკუმენტებს ხვალვე დაგიტრიალებთ სატელევიზიო საშუალებებით, გადავცემთ რომელიმე ტელევიზიას” ამბობს კობახიძე .