ოზურგეთელი მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
მათ შორის არიან ოზურგეთელი მოჭიდავეები, რომლებმაც ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ერეკლე თავბერიძე ევროპის ჩემპიონი გახდა, რეზი გუჯაბიძემ და ლუკა ფიფიამ კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოჭიდავეებს ფედერაციის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share