“მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს” – კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

“ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება. გარწმუნებთ, მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. მაგრამ აქაც გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის. მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს”.

– თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “იმედის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share