ტრამპს ეგონა რომ მზითვებში ერგო ამერიკა- მიხეილ სააკაშვილი

“ტრამპს ეგონა რომ მზითვებში ერგო ამერიკა- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან “მთავარ აქცენტებში ისაუბრა.

“ოლიგარქების ბუნებაა, მათ ჰგონიათ რომ მუდმივად უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, თუმცა წარმოუდგენელია ხალხს ასე ეზიზღებოდე და შენ ისევ იბრძოდე ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. მასთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მან პირდ ურთიერთობებს არჩია სხვა რამ.- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაეთვალათ, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილს ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share