„სადაც ნანია, იქ ყველაფერი ელავს“ – როგორ აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ იუბილე (ფოტოები)

ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლის გახდა. გარდენია შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე ნანი ბრეგვაძის იუბილეზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„უყურებ, უსმენ და ფიქრობ როგორ იცხოვრა 86 წელი ისე რომ ერთი ადამიანიც არ არსებობს მასზე გადაბრუნებული სიტყვის მთქმელი, ყველას უყვარს, ყველა აღტაცებული და აღფრთოვანებულია მისით.
სადაც ნანია იქ ყველაფერი ელავს, ბრჭყვინავს და შენც უკეთესი გგონია შენი თავი.

გუშინ ბრძანა: „სიხარულით მიიღეთ კომპლიმენტები, შექება, გაგიხარდეთ კიდეც მაგრამ არასდროს დაიჯეროთ რასაც გეუბნებიან მართალია, გააგრძელე შრომა, იმაზე მეტი მოსთხოვე შენს თავს ვიდრე შეგიძლია, შეგაქებენ გაუღიმე, მადლობა არ დაიშურო, დახარე თავი და იმუშავე, იმუშავე, იმუშავე…“

დღეგრძელი იყავით, ბედნიერებაა თქვენს სიახლოვეს ყოფნა, თქვენი მოსმენა, ცქერა, მასპინძლობა..“

primetime.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share