ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვლადიმერ პუტინს სთხოვს, კიევის აღების უფლება მისცეს.
“ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და შევასრულებთ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს, მოგვცეს ნება, ავიღოთ კიევი და შემდეგ გადავიდეთ სხვა, რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, რომლებიც ცდილობენ ჩვენ მოგვახრჩონ და გაგვანადგურონ ეკონომიკურად.
რა მნიშვნელობა აქვს ომით დაგვხოცავენ თუ ეკონომიკით. მათ უნდათ, რომ დაგვაჩოქონ, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება”, – ამბობს ვიდეომიმართვაში კადიროვი.